მომდევნო 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, თუმცა, პერიოდულად ნავარაუდევია ნალექი.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 5 აგვისტოს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ამავდროულად, მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე ნალექი.
6, 7 და 8 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და +31 გრადუსი დაფიქსირდება.
+33 გრადუსი და დღის მეორე ნახევარში მცირე ნალექია მოსალოდნელი გორში 9 აგვისტოს.
10, 11 და 12 აგვისტოს გორში მოსალოდნელია დღის გარკვეულ მონაკვეთებში წვიმა, ჰაერი კი +28 გრადუსამდე გათბება.
13 აგვისტოს გორში მზიანი ამინდი და +28 გრადუსია ნავარაუდევი.