საზოგადოება
10.08.2026 11:18
ხიდისთავში სპორტული დარბაზის მოპირკეთება მიმდინარეობს - გორის მერი სამუშაოებს ადგილზე გეცნო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სპორტული დარბაზის მოსაპირკეთებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შენობა გასულ წელს აშენდა და ამ ეტაპზე შენობის ფასადის თბოიზოლაცია და მოსაპირკეთებელი სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე დარბაზის კეთილმოწყობა, გათბობის, ელექტრომომარაგების სისტემების მოწყობა და საქვაბის განახლება.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდისთავის მოსახლეობას განახლებული, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე ექნება. გარემონტებული შენობის ერთ ფლიგელში კი სოფლის ამბულატორიის განთავსებაა დაგეგმილი“, -აცხადებენ გორის მერიაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ სპორტული დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
კვირის ამბები