საზოგადოება
10.08.2026 14:56
ინდმეწარმე რომელიც მფრინველთა უკანონო სასაკლაოს ამუშავებდა, დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა
გორის მინიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
„გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოების და სასაკლაოების გამოვლენას.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები