საზოგადოება
11.08.2026 13:47
დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას - ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათი გმირობა უკვდავია და ამ გმირობის მაგალითზე თაობები უნდა გაიზარდონ.

„ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მინდა მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა, ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. მათი გმირობა არის და იქნება სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კვირის ამბები