ფერმერული მეურნეობების და სოფლად მოქმედი საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია თბილისსა და რეგიონებშია შესაძლებელი
სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ფერმერული მეურნეობების და სოფლად მოქმედი საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია თბილისსა და რეგიონებშია შესაძლებელი, რის შემდეგაც ინფორმაცია ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, რეესტრში თავმოყრილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც აგროსექტორში არსებული რესურსების შეფასებისთვის, ასევე დარგობრივი განვითარების მიმართულებებით მხარდამჭერი ღონისძიებების განსაზღვრისთვის.
„ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსა (მის:. თბილისი, დევი აბაშიძის 10ა) და მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.