საზოგადოება
12.08.2026 15:42
უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შედეგები ექვს საგანშია ცნობილი - რამდენი ქულაა საჭირო გამოცდის ჩაბარებისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.

ამ ეტაპზე კი ცნობილია 2026 წლის საგნის გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); ისტორია (VII-XII); დაწყებითი (I-IV); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI); მათემატიკა (I-VI) და ბუნებისმეტყველება (I-VI).
რაც შეეხება ქულებს, 2026 წლის საგნის გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულებია:

ქართული ენა დალიტერატურა (VII-XII) - 43 ქულა და მეტი;
ისტორია (VII-XII) - 34 ქულა და მეტი;
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
სომხურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
რუსულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) - 32 ქულა და მეტი;
მათემატიკა (I-VI) - 32 ქულა და მეტი;
ბუნებისმეტყველება (I-VI) - 32 ქულა და მეტი.

„საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online. naec .ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლის და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები