„ახალგაზრდული დღეები 2026“ - 12 აგვისტოს - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, გორში ფესტივალი გაიხსნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აგვისტოს ბოლომდე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებებს კი გორის კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ მასპინძლობს.
„პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, მათი შესაძლებლობების და ინტერესების გამოვლენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.
„ახალგაზრდული დღეები 2026“ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი ინიციატივების და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და „საქართველოს ლიდერთა ლიგა“ ახორციელებს.