საზოგადოება
13.08.2026 12:04
ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის კუთხით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
2026 წლის ივლისის ექსპრეს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის კუთხით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, ამასთან გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებით. 2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.8%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ ნიშნულს - 792.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

„2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული ოდენობა 4,668.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი. 2026 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელი 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 7.5%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 15,517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები