ძევერა-შერთულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძევერა-შერთულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა ავრცელებს.
„გამოცხადდა ტენდერი ძევერა-შერთულის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. დაპირებებს ვასრულებთ“, - წერს თამარ მურალოვა.
რაც შეეხება პროექტს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 2877400 ლარია.