საზოგადოება
13.08.2026 16:23
I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან
2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია. 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლება კი I, V, VII, IX და X კლასებს მოიცავს.

„შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიცირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება.

ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა“, - აღნიშნულია „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდებას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უახლოეს დღეებში ეტაპობრივად განახორციელებს.

ამასთან, მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორიას სახელმწიფო სასკოლო წიგნებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
კვირის ამბები