საზოგადოება
17.08.2026 11:50
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა - შეგეგები შვიდ საგანშია ცნობილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაასრულდა. ამ ეტაპზე კი ცნობილი გახდა 2026 წლის საგნის გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში:

ინგლისური ენა; რუსული ენა; გერმანული ენა; ფრანგული ენა; იტალიური ენა; ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) და კომპიუტერული ტექნოლოგიები.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

„პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლის და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა.
გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება კი 18 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები