გორში, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ შოთა ქურდაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. სახლი, რომლის კედელზეც მემორიალური დაფა განთავსდა, აკადემიკოსი 1964 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს შოთა ქურდაძის ღვაწლი, მისი მნიშვნელოვანი წვლილი განათლების, ასევე პედაგოგიური მეცნიერების განვითარებაში და აღნიშნეს, რომ მისი მოღვაწეობა არაერთი თაობისთვის პროფესიონალიზმის მაგალითს წარმოადგენს.