საზოგადოება
18.08.2026 13:19
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება
2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია 24 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა მსურველებს ონლაინ ვებგვერდზე: www.gorikids.Ge, მხოლოდ იმ ბაღებში შეეძლებათ, სადაც ვაკანტური ადგილებია. თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცის მიღებაც ამავე ვებგვერდზეა შესაძლებელი.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ მსურველებმა სააგენტოში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

საბუტების მიღება 1-ელი სეტემტრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
კვირის ამბები