მოძრაობის უსაფრთხოების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გორში საგზაო მონიშვნის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, განახლებული საგზაო მონიშვნები მძღოლების და ქვეითებისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.
„მუნიციპალიტეტი აგრძელებს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მეტად უსაფრთხო და მოწესრიგებული იქნება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო.