საზოგადოება
20.08.2026 10:32
ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, გორში დღეს კონცერტი გაიმართება
ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, გორის კულტურისა და დასვენების პარკში კონცერტი დღეს, 20 აგვისტოს გაიმართება.

გორელი მსმენელის წინაშე დავით არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, თიკა მახალდიანი, გიორგი მეფისაშვილი, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, დავით მაზანაშვილის ბენდი, ლიკა დოლიძე და LIKE BAND-ი წარსდგებიან. კონცერტის წამყვანი ზურაბ გორგაძეა.

მუსიკალური ღონისძიება „ახალბაღში“ 20:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

კონცერტი კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
კვირის ამბები