გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ საცხენოსნო დოღი გაიმართება.
სპორტული აქტივობა ხვალ, 21 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საცხენოსნო კლუბ „კენტავრის“ ორგანიზებით ჩატარდება. აქტივობის მიზანს კი ცხენოსნობის პოპულარიზაციის ზრდის ხელშეწყობა და სპორტის აღნიშნული სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება წარმოადგენს.
საცხენოსნოს დოღში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 577 39 07 43.