ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელი ახალგაზრდების მორიგ ნაკადს მასპინძლობს.
პროექტში 16-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან ჩართულნი და საზაფხულო ბანაკში, ჯამში, 180 გორელი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება დაგეგმილ აქტივობებს, ბანაკში მოზარდები მრავალფეროვან შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში არიან ჩართულნი, ასევე, უტარდებათ ტრენინგები, რომლის ფარგლებში ეცნობიან ემოციების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხებს, ივითარებენ მედიაწიგნიერების, პროექტების წერის და ციფრული უსაფრთხოების უნარებს, ეცნობიან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და სხვა.
შეგახსენებთ, პროექტს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
ახალგაზრდების პირველი ნაკადი ბაკურიანში აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრა.