საზოგადოება
21.08.2026 12:22
ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. რეაბილიტაცია უტარდება ჭაბურღილს და წყლის ავზს. გარდა ამისა, მოეწყობა შიდა წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური გამრიცხველიანების სისტემა.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები დაახლოებით 140 ოჯახი განახლებული და მოწესრიგებული სისტემის საშუალებით 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია 13 სოფელში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც 3 400-ზე მეტი აბონენტი განახლებული წყალმომარაგების სისტემით 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები