როგორ შევამციროთ ანგარიშებზე უნებართვო წვდომის რისკი - ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს
როგორ შევამციროთ ანგარიშებზე უნებართვო წვდომის რისკი და როგორ უნდა დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია - ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, კიბერუსაფრთხოების კუთხით, ანგარიშებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება ძლიერი პაროლია. ძლიერი და უნიკალური პაროლი კი მნიშვნელოვნად ამცირებს ანგარიშზე უნებართვო წვდომის რისკს.
„როგორი უნდა იყოს ძლიერი პაროლი - პაროლის შექმნისას გამოიყენეთ მინიმუმ 12 სიმბოლო;
გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეციალური სიმბოლოები;
სხვადასხვა ანგარიშისთვის გამოიყენეთ განსხვავებული პაროლები;
მოერიდეთ მარტივად გამოსაცნობ ინფორმაციას, მაგალითად სახელს, დაბადების თარიღს ან მარტივ კომბინაციებს;
პაროლის გაჟონვის ან საეჭვო აქტივობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი“, - აცხადებენ ციფრული მმართველობის სააგენტოში.