მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს
რას იწვევს მზით დამწვრობა და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს.
მედიკოსების თქმით, კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები, კანის კიბოს განვითარების საფრთხე, მხედველობის დაზიანება (კატარაქტა) - ის რისკებია, რომელსაც მზით დამწვრობა იწვევს, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან: ღია ფერის კანის, თმის და თვალის მქონე პირები, ასევე 6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები.
რაც შეეხება რეკომენდაციებს: მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე, გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში); ატარეთ დამცავი სამოსი: ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი.
დამწვრობის შემთხვევაში კი არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს, თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი - მიმართეთ ექიმს.