სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს
ორი საპრიზო ადგილით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ანდრანიკ ჰაროიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.
შეჯიბრი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა და გორელთაგან ვერცხლის მედალს ნიკოლოზ მაისურაძე (92კგ.) დაეუფლა. 65 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ღამბაშიძე კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, ანდრანიკ ჰაროიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.