სპორტი
02.09.2026 11:14
ალექსანდრე ტლაშაძემ თურქეთში გამართულ ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ალექსანდრე ტლაშაძემ თურქული ეროვნული ჭიდაობის ტურნირი საპრიზო ადგილით დაასრულა.

თურქეთში გამართულ შეჯიბრში სხვადასხვ ქვეყნის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. გორელმა სპორტსმენმა 2010-2011 წწ. დაბადებულებს შორის იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ალექსანდრე ტლაშაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
კვირის ამბები