საზოგადოება
09.09.2026 11:22
მოსწავლეთა უსაფრთხოების და მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროცესში მანდატურის სამსახურის როლის მნიშვნელობაზე, შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, მოსწავლეთა უსაფრთხოების და მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროცესში მანდატურის სამსახურის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც შიდა ქართლის მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებები, თანამშრომელთა ეფექტიანი კოორდინაციის და არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საკითხები განიხილეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა მოსწავლეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მათთვის ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის პროცესში მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და ინკლუზიის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის და გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
კვირის ამბები