10.09.2026 10:07
„დილა“ „სამგურალს“ დაუპირისპირდა - საფეხბურთო მატჩი გორის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის 25-ე ტურის მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში გოლები მამინ სანიანგმა, შოთა შეყილაძემ და მოჰამედ კანტემ გაიტანეს.
რაც შეეხება წყალტუბოს გუნდს, „დილას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი კლაუდიო სებოლინიაა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
შემდეგ თამაშს გორის გუნდი ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 13 სექტემბერს 18:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.