სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი სეზონი იწყება.
შეჯიბრი სპორტის რვა სახეობაში: კალათბურთი, 3X3 კალათბურთი, მძლეოსნობა, ხელბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი და მაგიდის ჩოგბურთი გაიმართება.
მონაწილეობის მსურველმა საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდებმა განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: schoolsport.ge/ka/documents უნდა შეავსონ და შესაბამის რესურსცენტრში წარადგინონ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 18 სექტემბერია.
ცნობისთვის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. შეჯიბრი მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს.