საზოგადოება
10.09.2026 12:07
გორის №10 საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - ქალაქ გორის №10 საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.

დამსაქმებლის მოთხოვნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში და ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება;

უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 7-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება სავარაუდო ანაზღაურებას, თვეში 630-650 ლარითაა განსაზღვრული.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
კვირის ამბები