11.09.2026 17:32
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, ასპარეზობები სპორტის ოთხ სახეობაში გაიმართება
16-24 სექტემბერს „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ ჩატარდება. შეჯიბრში გუნდები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან იასპარეზებენ.
პირველობა სპორტის ოთხ სახეობაში: ქართული ჭიდაობა, ფეხბურთი, 3X3-ზე კალათბურთი და მძლეოსნურ გარბენი გაიმართება.
რაც შეეხება შეჯიბრის ჩატარების განრიგს, 16 სექტემბერს, ძლევიჯვრის ღია საჭიდაო არენა (ქარელი) ქართულ ჭიდაობაში გასამართ პირველობას უმასპინძლებს. 18 სექტემბერს 3X3 კალათბურთის ტურნირი ჩატარდება (კასპის სპორტული დარბაზი), 20 სექტემბერს, გორში, მძლეოსნური გარბენი გაიმართება. 22 -24 სექტემბერს კი ფეხბურთის პირველობა ჩატარდება (კასპის და ხაშურის სტადიონები).
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.