საზოგადოება
11.09.2026 17:34
კონსტანტინე ბუზალაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შენობების და სასკოლო სივრცეების მოწესრიგებას, სპორტული და სხვა საჭიროებების უზრუნველყოფას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი მუნიციპალიტეტში განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები და ინიციატივები იყო, რომლებიც სკოლის მოსწავლეების არაფორმალური განათლების, მათი უნარების განვითარების და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.

გორის მერმა სკოლის დირექტორებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სკოლის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გია ბერძნიშვილი ესწრებოდნენ.
კვირის ამბები