საზოგადოება
14.09.2026 12:16
ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს - საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი გაიმართება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საბუთების მიღება 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში, 18 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იწარმოებს.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

საკონტაქტო ტელეფონი: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები