სპორტი
14.09.2026 12:17
თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე გორელებმა ორი მედალი მოიპოვეს
ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირი.

შეჯიბრი ართვინში (თურქეთი) ჩატარდა და 2011-2012 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ზუკა დოთიაშვილი (88კგ.) გახდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ნიკოლოზ გაგლოშვილის (38 კგ.) ანგარიშზეა.

ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
კვირის ამბები