საზოგადოება
14.09.2026 14:16
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. აღნიშნული განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დღეს დილით დატოვა. შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
კვირის ამბები