სპორტი
15.09.2026 11:10
გორის „დილა“ - ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა - საფეხბურთო მატჩი გორში ჩატარდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის 26-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა.
 
ბათუმელთა კარში გოლი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა.
 
პირველი ტაიმის დამატებით დროში კი ლუკა წულუკიძემ ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე ბათუმის „დინამო“ ულად-ომარ იმრანის გოლით დაწინაურდა. მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე, ბათუმელთა კარში ენეს მაჰმუტოვიჩმა ავტოგოლი შეასრულა.
 
შემდეგ თამაშს გორის გუნდი „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
კვირის ამბები