საზოგადოება
15.09.2026 11:10
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის დღეს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს, 15 სექტემბერს, 15:00 საათზე, , ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის კიდევ ერთი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

როგორს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები, ასევე, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რაც შეეხება შეხვედრას, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია გაბუნია გაუძღვება.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებული ბმულის გამოყენებით.

შეგახსენებთ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისა და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აქვთ.
კვირის ამბები