საზოგადოება
15.09.2026 11:18
გორის მუნიციპალიტეტის მერმა სასკოლო-სააღმზრდელო საზოგადოებას და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ პირველკლასელებს, მშობლებს, პედაგოგებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და აღმზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი, წარმატებული წელი უსურვა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ძვირფასო მოსწავლეებო, პირველკლასელებო, მშობლებო, პედაგოგებო, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებო და აღმზრდელებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას!

განსაკუთრებული ემოციით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს - ბავშვებს, რომლებიც დღეს პირველად შედიან საკლასო ოთახში და იწყებენ ცოდნის, აღმოჩენებისა და ახალი მეგობრობის საინტერესო გზას. მჯერა, ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გორის მუნიციპალიტეტის თითოეულ სკოლასა და საბავშვო ბაღში ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, თანამედროვე და ღირსეული გარემო. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტი განათლებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს ვუსურვებ ბევრ წარმატებას, საინტერესო აღმოჩენებსა და საუკეთესო შეფასებებს, პედაგოგებს - ნაყოფიერ და წარმატებულ წელს.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე, მათ განათლებასა და მომავალზე!“ - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
კვირის ამბები