გორელი სუმოისტი ლუკა ავაზაშვილი ევროპის ჩემპიონია. სპორტსმენი 23-წლამდელთა შორის ასპარეზობდა და როგორც მძიმე, ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებთან ერთად გუნდური ოქროს მედალიც მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი სუმოისტი დავით აბალაკი მონაწილეობდა. სპორტსმენი 21-წლამდელთა შორის მძიმე წონაში ბრინჯაოს, ხოლო აბსოლუტურში ვერცხლის პრიზიორია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში გუნდურ ასპარეზობაში აბალაკმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება 23-წლამდელთა შორის ასპარეზობას, +115 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის, აბსოლუტურში ბრინჯაოს, გუნდურში კი ოქროს მედლის მფლობელია.
ორივე სუმოისტი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (პირადი მწვრთნელი: მერაბ პაიჭაძე, მწვრთნელი: ბადრი ხატისკაცი).