სპორტი
17.09.2026 13:12
„დილა“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება - საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება

გორის „დილა“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მე-20 ტურის გადადებული მატჩი დღეს, 17 სექტემბერს ჩატარდება.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

კვირის ამბები