როგორ დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს
როგორ დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოქალაქეებს 4 რჩევას სთავაზობს.
„გორის მაცნე“ უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ რეკომენდაციებს:
ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან ვიაროთ ფეხით, როდესაც ეს შესაძლებელია;
ავტომობილის შეძენისას არჩევანი გავაკეთოთ ჰიბრიდულ ან ელექტრონულ ავტომობილებზე;
გავამწვანოთ ჩვენი სახლის ეზო;
არ დავწვათ ფოთლები, საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის ნარჩენები.