„ქართული ლიგა - გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე“ - პროექტის მონაწილეთა შერჩევა ხვალ ჩატარდება
პროექტის - „ქართული ლიგა - გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე“ მონაწილეთა შერჩევა ხვალ, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-18 წლის ასაკის პირებს შეუძლიათ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჟიური 10-მდე ახალგაზრდას შეარჩევს, რომლებიც გორს საქართველოს ჩემპიონატზე წარადგენენ.
შესარჩევი ეტაპი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდება.
„ღონისძიებას წინ უძღოდა გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული წარმატებული საგანმანათლებლო-გასართობი პროექტი „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“, სადაც თორმეტი საჯარო სკოლის 80-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ქართული ლიგა იუმორისტულ-სტუდენტურ კონკურსს წარმოადგენს, რომელშიც მონაწილეთა შერჩევა საქართველოს ყველა რეგიონიდან ხდება.