აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა.
„2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
რაც შეეხება კლების ტენდენციას, აღნიშნული პერიოდის წინასწარი შეფასებით, მშენებლობის სექტორშია დაფიქსირებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.