საზოგადოება
30.09.2026 16:36
გორის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებებისთვის მზის ელექტროსადგურები მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბერბუკის და შავშვების დევნილთა ჩასახლებებისთვის მზის ელექტროსადგურები მოეწყო.

პროექტი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით განხორციელდა და ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტომ დააფინანსა. სამუშაოები კი ლიეტუვურმა კომპანია „სოლეტმა“, საქართველოს შპს „სოლარ ენერჯი ჯორჯიას“ პარტნიორობით განახორციელა.

პროექტის გახსნის ღონისძიებას ერედვის მინიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ლიეტუვის ელჩმა დარიუს ვიტკაუსტასმა, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოთარ ცოტნიაშვილმა, კომპანია „სოლეტის“ დირექტორმა ანდრიუს კარაზინასმა და შპს „სოლარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორმა ლევან კობახიძემ ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს პროექტში მონაწილე თითოეულ პირს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ცნობისთვის, ბერბუკის და შავშვების გარდა, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მზის ელექტროსადგურები, წელს, საგურამო I და საგურამო II დევნილთა ჩასახლებებშიც მოეწყო.
კვირის ამბები