საზოგადოება
02.10.2026 15:16
ბნავისის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: გავლილი ჰქონდეს ენისა და მეტყველების თერაპევტის საკვალიფიკაციო ტრენინგები და სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში.

გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ანაზღაურება 700-900 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 11 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ. სამუშაოს დაწყების თარიღად 19 ოქტომბერია მითითებული.
კვირის ამბები