საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს დასრულდება. ზამთრის არდადეგები კი 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
სემესტრის მიმდინარეობისას მოსწავლეები ოფიციალურად ორი დღის განმავლობაში დაისვენებენ, კერძოდ, 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობა) და 23 ნოემბერს (გიორგობა).