8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი გამოირჩევა აქტიური, დინამიკური და ემოციურად დატვირთული ენერგეტიკით. ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქის და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი
თქვენთვის საკმაოდ აქტიური და დინამიკური დღეა. გაგიჩნდებათ ბევრი საქმის ერთდროულად შესრულების სურვილი, თუმცა, გადამეტებულმა სიჩქარემ, შესაძლოა, შეცდომებამდე მიგიყვანოთ. ვენერას პოზიტიური გავლენის წყალობით, თქვენი პირადი მიმზიდველობა იმატებს. მარტოხელა ვერძებს აქვთ შანსი, საინტერესო რომანი დაიწყონ.
კურო
დღე ემოციურად გადატვირთული იქნება, ამიტომ, თქვენი მთავარი ამოცანაა, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს პერიოდი გამოიყენოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, შესანიშნავი დროა მათთან შესარიგებლად, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ.
ტყუპები
იდეალური დღეა თავის მოვლის პროცედურებისთვის, თმის და ფრჩხილების კორექციისთვის, ასევე სპორტული აქტივობების დასაწყებად. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და რომანტიკული ნაცნობობა. დასაქმებულ ტყუპებს კოლეგებთან ურთიერთობაში მეტი თავშეკავება მართებთ.
კირჩხიბი
თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღეა. თქვენი ინტუიცია და მგრძნობელობა პიკს აღწევს, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების, როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში.
ლომი
ენერგიის დონე შესაძლოა ოდნავ დაქვეითდეს, ამიტომ, არ არის გამორიცხული, სიზარმაცის განწყობაზე იყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება გადაიტანოთ წვრილმან, სასიამოვნო საქმეებზე და ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.
ქალწული
ეს დღე ნაკლებად გამოდგება გლობალური და სერიოზული საკითხების მოსაგვარებლად. უმჯობესია, დრო მიმდინარე, რუტინული საქმეების მოწესრიგებას დაუთმოთ. გაუფრთხილდით ფინანსებს, მოულოდნელმა ხარჯებმა შესაძლოა, თქვენი ბიუჯეტი დროებით არიოს.
სასწორი
ორგანიზებულობა და დისციპლინა დღეს თქვენი მთავარი კოზირი იქნება. წარმატებით დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეებს. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოერიდეთ დაუგეგმავ ინვესტიციებს.
მორიელი
დღე ხელსაყრელია ახალი იდეების გენერირებისთვის, კომუნიკაციის და პირადი გეგმების დასახვისთვის. სასურველია, საღამო გაატაროთ ოჯახის წევრების ან საყვარელი ადამიანის გარემოცვაში, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების და თავგადასავლების ეტაპი იწყება. ნუ შეგეშინდებათ არასტანდარტული გზების არჩევის, თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ - ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას, გადაანაწილეთ პრიორიტეტები.
თხის რქა
პოზიტიური და პროდუქტიული დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა და რაციონალური მიდგომა ხელმძღვანელობის მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები ფინანსური კუთხით.
მერწყული
შესანიშნავი დროა საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისთვის. თუ წონაში კორექციას ან ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყებას გეგმავდით, დღევანდელი დღე საუკეთესოა სტარტისთვის. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს უმნიშვნელო წვრილმანების გამო.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ფოკუსირება მოახდინოთ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე. დღის განმავლობაში, შესაძლოა, პოზიტიური და ნეგატიური მომენტები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდეს, ამიტომ, ნაკლებად გამოხატეთ თქვენი მკვეთრი აზრი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.