საზოგადოება
08.10.2026 12:28
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.

სააგენტოს თანამშრომლები საერთო სარგებლობის სივრცეებს ყოველდღიურად აწესრიგებენ.

სუფთავდება სკვერები, მწვანე საფარიანი მონაკვეთები, ირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები და იწმინდება სანიაღვრე არხები, ასევე დასუფთავდა გორიჯვრის ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
კვირის ამბები