საზოგადოება
08.10.2026 12:28
კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში შეხვედრა გაიმართა
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში შეხვედრა გაიმართა.

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, სააგენტოს თანამშრომლებთან განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ონლაინუსაფრთხოება - როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები, ვმართოთ პაროლები სწორად და ამოვცნოთ ე. წ. ფიშინგის მცდელობები; ხელოვნური ინტელექტი - AI ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობასა და სასწავლო პროცესში, შესაძლებლობები, რისკები და ეთიკური სტანდარტები; კრიტიკული აზროვნება - ციფრულ სივრცეში მიღებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების პრაქტიკული უნარები და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობები.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შეგახსენებთ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. პროექტი უკვე 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და 14 000-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.
კვირის ამბები