გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით, გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გაიხსნა
გორში თეატრალური ფესტივალი - „როტონდა“ გაიხსნა. კულტურულ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.
ფესტივალის პირველ დღეს მაყურებლის წინაშე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით - „ბაკულას ღორები“ წარსდგა.
თეატრალური ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება. პროექტის ფარგლებში, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სხვადასხვა თეატრს უმასპინძლებს. ფესტივალი 13 ოქტომბერს ერისთავის თეატრის მსახიობის ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნით საზეიმოდ დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 7 ოქტომბერს, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 182-ე თეატრალური სეზონი გახსნა.