09.10.2026 16:54
კონსტანტინე ბუზალაძე მსოფლიო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მსოფლიო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეკებილებმა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარინების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს, რაც სისტემის განახლების და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევების ეტაპობრივად მოგვარება, მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის განვითარება.