ასტროლოგია
09.10.2019 22:14
წელიწადის ოთხი დრო და ზოდიაქოს ნიშნები

ზოგს ზაფხულის პაპანაქება უყვარს, ზოგი კი - ვერაფრით ეგუება სიცხეს და ერთი სული აქვს, როდის აგრილდება. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები კამათობენ კიდეც ამ საკითხზე და ამინდის თუ ტემპერატურის მიმართ ერთმანეთის დამოკიდებულება გაუგებარია. რეალურად, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანი წლის სხვადასხვა სეზონზე გრძნობს თავს კომფორტულად.

ჰაერის ნიშნები - სასწორი, ტყუპები, მერწყული

ჰაერის ნიშნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სეზონი გაზაფხულია. ისინი, თითქოს, ზამთრის ძილიდან ფხიზლდებიან და ყველგან ყველაფერს ასწრებენ. ბუნების გამოღვიძება დადებითად აისახება ამ ნიშნების ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ცეცხლის სტიქიის ნიშნები - ვერძი, მშვილდოსანი, ლომი

ცეცხლის სტიქიის ნიშნები  ყველაზე უკეთ ზაფხულში გრძნობენ თავს, რადგან მათი მფარველი პლანეტა მზე თავისი განვითარების პიკზეა. ამ ნიშნებს სწორედ ზაფხულში უჩნდებათ სურვილი, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთონ და მომავლის გეგმებიც შეადგინონ. სწორედ ზაფხულში აქვთ მათ ენერგიის მოზღვავება და მთების გადადგმაც კი შეუძლიათ.

წყლის სტიქიის ნიშნები  - თევზი, მორიელი, კირჩხიბი

ამ ნიშნებისთვის  ყველაზე წარმატებული დრო შემოდგომაა. ამ დროს ისინი შთაგონებითა და აქტიური ცხოვრების სურვილით ივსებიან. ფოთოლცვენა და წვიმა მათში დადებით ემოციებს აღძრავს და შემოქმედებით ენერგიას აძლევს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ მეგობარ თევზებს, მორიელებს თუ კირჩხიბებს სახე ბედნიერებით უბრწყინდებათ შემოდგომასა და ფოთოლცვენაზე საუბრისას.

მიწის სტიქიის ნიშნები  - ქალწული, კურო, თხის რქა

მიწის სტიქიის ნიშნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ზამთარია. სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, ზამთარში ქალწული, კურო და თხის რქა ძალების მოზღვავებას გრძნობენ და შესანიშნავი განწყობა აქვთ. ამიტომ, ზამთარში ისინი მზად არიან, გაბედულად იმოქმედონ და თამამი გადაწყვეტილებები უყოყმანოდ მიიღონ.

კვირის ამბები