საზოგადოება
29.10.2026 11:43
სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის ახალი შენობა აშენდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღის ეზოს და სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება პროექტს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ერთსართულიანი საბავშვო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,5 მილიონ ლარამდეა.

„გორის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა პრიორიტეტულია და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ახალდაბაში საბავშვო ბაღის ეზოს და სათამაშო მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ბერკაცაშვილი ადგილზე გაეცნენ.
კვირის ამბები