სპორტი
29.10.2026 12:34
მინი ფეხბურთში გოგონათა გუნდებს შორის გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა
მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. აქტივობა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გორის №4 საჯარო სკოლის გუნდი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მეორე ადგილი №6 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის №2 საჯარო სკოლის გუნდმა კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.

შეჯიბრი სპორტის 8 სახეობაში ტარდება და მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს.

გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“.
კვირის ამბები